ფინანსური აღრიცხვა

"NB "  აკადემია გიწვევთ  ფინანსური აღრიცხვის  შემსწავლელ  კურსებზე.


კურსი შედგება სამი საფეხურისგან: 

  • პირველი საფეხური:  ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო  სტანდარტებით. 
  • მეორე საფეხური:  კომპიუტერული ბუღალტერია   ORIS; INFO; SUPERFIN  (არჩევით). 
  • მესამე საფეხური:  სტაჟირება  კომპანიაში. (რეალური საბუთების დამუშავება) 

მსმენელებს გადეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ამოცანათა კრებულები! ! !

კურს უძღვება 10 წლიანი სტაჟის მქონე პრაქტიკოსი  მთავარი ბუღალტერი მარიამ ბერიძე.

პირველი საფეხური- თეორია. 

  • საწარმოთა ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმები
  • ანგარიშთა გეგმა
  • სალაროსა და ბანკის ოპერაციები
  • მარაგის აღრიცხვისა და თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები.
  • მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვა. 
  • ავანსებისა და უიმედო ვალების აღრიცხვა.
  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა. რეალიზაციის და დღგ-სკორექტირება.
  • ხელფასებისა და დივიდენდების აღრიცხვა.
  • იჯარის აღრიცხვა.
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა. პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • მატერიალური და  არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
  • კურსთაშორისი სხვაობების აღრიცხვა.
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
  • დროებითი სხვაობების აღრიცხვა
  • ბალანსის შედგენა

მეორე საფეხური:  ORIS-ი; INFO; SUPERFIN -ბუღალტერიის შესწავლა (არჩევით).

  • ახალი ორგანიზაცის შექმნა. ანალიზური პერიოდის დაყენება. სასტარტო ნაშთების დასმა.
  • ორგანიზაციის ასლის აღება და გახსნა პაროლის დადება, მოხსნა.
  • ანგარიშთა გეგმაში ახალი ანგარიშის დამატება და ქვეანგარიშების შექმნა.
  • სასაქონლო ანგარიშების შექმნა, საწყობის დამატება.
  • ორგანიზაციებთან  მუშაობა, მათი დამატება ანგარიშთა გეგმაში (დებიტორ, კრედიტორები), ანგარიშვალდებული პირები, მათი ანგარიშების გახსნა.
  • ხელფასის დარიცხვა და გაანგარიშება, სახელფასო უწყისების შედგენა და მათი ბეჭვდა.
  • ძირითადი საშუალებების ბარათის შექმნა, მათი მიღება, ცვეთის დარიცხვა, სასტარტო ნაშთად დასმა, ჩამოწერა, აფასება, ჩამოფასება.
  • მოგება-ზარალის ფორმირება.
  • ბალანსის შედგენა, საცდელ ბალანში  ანგარიშების  დამატება, გადასახურ  ანგარიშებში ანგარიშების დამატება.
  • საოპერაციო  პერიოდის დახურვა და გახსნა.

მესამე  საფეხური:  სტაჟირება კომპანიაში

  • სტაჟირებას გაივლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე,  როგორცაა მომსახურების,  ვაჭრობა-იმპორტის ისე წარმოების სფერო.
  • შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას:
  • სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება,
  • სასაქონლო ზედდებულების, ქვე- ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება  საქონლის უკანდაბუნების დროს.
  • ხელფასის უწყისის შედგენა; მივლინების, შვებულებისა და დეკრეტულის გაანგარიშება.
  • ყოველთვიური დეკლარაციების (დღგ, აქციზი, საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
  • ძირითადი საშვალებების ცვეთის გაანგარიშება
  • დროებითი სხვაობების განხილვა.
  • ყოველწლიური დეკლარაციების (მოგების; ქონების, წლიური საშემოსავლოს) შევსება ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
  • კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას RS.ge-ზე

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით, დილის შუადღისა და საღამოს ჯგუფებში!!!


სრული კურსის ხანგრძლივობაა  3 თვე (40 ლექცია). მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლიობა - 1 სთ. 

სრული კურსის ღირებულება: (3 თვე)  ინდივიდუალურად - 1200 ლარი . თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად!



კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.


მისამართი: თბილისი. თავისუფლების მოედანი. სულხან საბასქ.1/5. ეროვნული ბანკის გვერდით.

ტელეფონები: 272- 87 -87;  214-66-43; 593 73 70 43;   

ელ-ფოსტა: info@nbacademy.ge

skype: nbcenter.ge

ვებ-გვერდი: www.nbacademy.ge




გადმოწერე სილაბუსი - ფინანსური აღრიცხვა
1