23 დეკემბერს გაიმართა \"სეუ\"-ს უნუვერსიტეტის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. აღნიშნულ საღამოზე  NB აკადემია მიწვეული იყო, როგორც Discover Georgia-ს პარტნიორი ორგანიზაცია. NB აკადემიამ თავისი წვლილი შეიტანა კურსდამთავრებულთა მომავალ კარიერულ წინსვლაში და რამდენიმე სტაჟიორს საჩუქრად გადასცა გაძლიერებული ექსელის ტრენინგ კურსი.


NB აკადემია უკვე ერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ ტურისტულ კომპანია Discover Georgia-სთან, სადაც აკადემიის კურსდამთავრებულები გადიან სტაჟირებას ტურიზმის სფეროში და პრაქტიკულად ეუფლებიან ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა:


  • შიდა ტურის მომზადება; დამოუკიდებლად ტურის ბიუჯეტირება;
  • სასტუმროები, რესტორნები, გასართობი ცენტრები - დაკავშირება და კომპანიის გაცნობა.
  • ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული სიახლეების გაცნობა.
  • ლიცენზირებული და არალიცენზირებული ტურ- ოპერატორების მიმოხილვა.
  • ჯავშნის სისტემები: ავიაბილეთების ცვალებადობის და შესყიდვის გზები.
  • სავიზო აპლიკაციაზე დამოუკიდებელი მუშაობა.
  • გამყვანი ტურიზმის მიმოხილვა საქართველოში. 
  • ახლო კონტაქტების დამყარება პარტნიორთან და სამომავლო თანამშრომლობის გზების განხილვა.


NB აკადემია ულოცავს კურსდამთავრებულებს და უსურვებს უამრავ წარმატებას კარიერაში.