ეს პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, ვისაც სურს დასაქმდნენ ტელევიზიებში, სარეკლამო სააგენტოებში, ციფრული ტექნოლოგიებით მომუშავე სტუდიებში ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც დაკავებულია სარეკლამო და მედია ტექნოლოგიებით.
სწავლება მიმდინარეობს მოქმედ სარეკლამო სტუდიაში. რაც გარანტიაა იმისა, რომ თქვენ რეალურად ღებულობთ არა მარტო თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც.
Adobe Premier pro CC პროგრამის შესწავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება: გადაღებული მასალის დახარისხება, მონტაჟი, არჩეული კადრების რედაქტირება, ეფექტების დადება, ხმის და გამოსახულების სინქრონიზაცია, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიებით ფილმის, კლიპის და სარეკლამო რგოლების შექმნა და მათი მხატვრული გაფორმება.
Adobe Premier pro CC
მეცადინეობის დროს მსმენელებს ექნებათ პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც შედგენილია "Adobe Premier Pro"-ს ამერიკელი სპეციალისტების სასწავლო კურსის მიხედვით. კურსს ხელმძღვანელობს სახელმწიფო უნივერსისტეტის ტელე-რადიო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ზაზა ჩხეტიანი. წარმატებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან და პრაქტიკულ მონაწილეობას მიიღებენ სარეკლამო რგოლების, ტიხრების დამზადებასა და ფილმების მონტაჟსა და გახმოვანებაში.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი საერთაშორისო სერთიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი. კვირაში სამჯერ.
კურსის ღირებულება: 250 ლარი ინდივიდუალურად.
მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, სულხან საბას ქ. 1/5 (ეროვნული ბანკის გვერდით)
ტელეფონი: 2 72-87-87; 593 737043; 2 14 66 43.
ელფოსტა: birchadze12@gmail.com
ვებ-გვერდი: http://www.nbacademy.ge