კურსი განკუთვნილია: მათვის ვისაც სურს საკუთარი კაბინეტის გახსნა ან სილამაზის სალონებში და ესთეტიკურ ცენტრებში ლაზეროთერაპევტად მუშაობა.
გაითვალისწინეთ საუკეთესო კურსდამთავრებულებს ცენტრი აქტიურად ეხმარება დასაქმებაში!
კურსის განმავლობაში მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან:
•თეორიული მასალებით
•სახარჯო მასალებით
•მოდელებით
პროგრამის შინაარსი
1.სამუშაო ადგილის ორგანიზაცია და აღჭურვა.
2.მომხმარებელთან ურთიერთობის ფსიქოლოგია.
3.სანიტარიისა და ჰიგიენის მოთხოვნები და წესები.
4.ადამიანის თმის აგებულება და სტრუქტურა.
5.თმის სასიცოცხლო ციკლი და მისი განვითარების ფაზები.
6.ჭარბთმიანობის გამომწვევი მიზეზები.
7.ლაზერული ეპილაციის ჩვენებები და უკუჩვენებები.
8.ლაზერული ეპილაციის ჩატარების ტექნიკა ზონების მიხედვით.
9.ლაზერული ეპილაციის ნაირსახეობები.
10.აპარატის ტექნიკური მოვლის საკითხების განხილვა.
კურსის შესწავლა ხდება უახლეს გერმანულ Golden Laser ის ფირმის სამ სხივიან აპარატზე, რომელიც აერთიანებს ალექსანდრიტის, დიოდის და ნეოდიუმის სხივს, რაც სამმაგ ეფექტს იძლევა.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება: სამუშაო ადგილის ორგანიზება, აღჭურვა, სანიტარული ნორმების დაცვა, მომხმარებელთან ურთიერთობა, კონსულტაციის გაწევა, მათთვის შესაფერისი სიმძლავრის იმპულსის შერჩევა ინდივიდუალურად კანის ტიპის მიხედვით.
კურსის ბოლოს ტესტირების შედეგად, მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა (შეხვედრა კვირაში 3-ჯერ. 1 სთ.
კურსის ღირებულება: ჯგუფში 800 ლარი (2-5კაცი). ინდივიდუალურად 1000 ლარი.
ჩაწერა წარმოებს წინასწარი რეგისტრაციით.