ეს პროგრამები განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, ვისაც სურს დასაქმდნენ ტელევიზიებში, სარეკლამო სააგენტოებში, ციფრული ტექნოლოგიებით მომუშავე სტუდიებში ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც დაკავებულია სარეკლამო და მედია ტექნოლოგიებით.
სწავლება მიმდინარეობს მოქმედ სარეკლამო სტუდიაში. რაც გარანტიაა იმისა, რომ თქვენ რეალურად ღებულობთ არა მარტო თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც.
Adobe After Effects CC
პროგრამის შესწავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება: გადაცემებში, ტიხრებსა და გადაცემის ქუდებში, კლიპებსა და სარეკლამო რგოლებში გადაღებული მასალის დახარისხება "Adobe After Effects"-ის გამოყენებით, მონტაჟი, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის სინქრონიზაცია, რთული სპეცეფექტების გამოყენება და ვიდეო გამოსახულების სინქრონიზაცია; კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიებით ფილმის, კლიპის და სარეკლამო რგოლის შექმნა, ამ პროდუქციის მხატვრული პროექტირება და გაფორმება, გადაღებული მასალის რამოდენიმე ვიდეო ეპიზოდის ერთმანეთში შერწყმას და სხვა.
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: თვე ნახევარი. 18 გაკვეთილი. კვირაში სამჯერ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად შეადგენს 350 ლარს.
მიღება წარმოებს წინასწარი რეგისტრაციით.
Adobe Premier pro CC პროგრამის შესწავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება: გადაღებული მასალის დახარისხება, მონტაჟი, არჩეული კადრების რედაქტირება, ეფექტების დადება, ხმის და გამოსახულების სინქრონიზაცია, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიებით ფილმის, კლიპის და სარეკლამო რგოლების შექმნა და მათი მხატვრული გაფორმება.
მეცადინეობის დროს მსმენელებს ექნებათ პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც შედგენილია "Adobe Premier Pro"-ს ამერიკელი სპეციალისტების სასწავლო კურსის მიხედვით. კურსს ხელმძღვანელობს სახელმწიფო უნივერსისტეტის ტელე-რადიო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ზაზა ჩხეტიანი. წარმატებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან და პრაქტიკულ მონაწილეობას მიიღებენ სარეკლამო რგოლების, ტიხრების დამზადებასა და ფილმების მონტაჟსა და გახმოვანებაში.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობაა 12 საათი.
კურსის ღირებულება 300 ლარი.
მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, სულხან საბას ქ. 1/5 (ეროვნული ბანკის გვერდით)
ტელეფონები: 2 728787; 593 737043;
ელფოსტა: birchadze12@gmail.com.